|
2022-03-17 15:25:45, 932 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მიკრორაიონის II კვარტალში, ახალი სკვერი მოეწყობა
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მიკრორაიონის II კვარტალში N32-33 კორპუსების მიმდებარედ ახალი სკვერი და სპორტული სივრცე მოეწყობა. დასასვენებელი სივრცის ფართობი 5 800 კვ.მ-ია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება, მოეწყობა მაგიდის ჩოგბურთის სივრცე, კალათბურთის მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკი, ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და დასასვენებელი პავილიონი. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ფეხბურთის მოედანს, სკვერში დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ნერგები და დაიგება ბალახის საფარი. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად შეხვდა და სკვერის პროექტის დეტალები გააცნო. „ამ ტერიტორიაზე ახლა მხოლოდ დაზიანებული ატრაქციონები და განადგურებული ინფრასტრუქტურაა. პროექტი ითვალისწინებს საბავშვო გასართობი ზონისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. შესაბამისი ტენდერი გამოცხადებული გვაქვს და სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ. „პროექტის ღირებულება 736 000 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)