13:30 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 15:01:43, 735 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, უკრაინაში ომის შეწყვეტაზე, ვერ გაითვალისწინებს

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერ გაითვაისწინებს გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნას, უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე.

„არა, ჩენ არ შეგვიძლლია გავითვალისწინოთ ეს გადაწყვეტილება. საერთაშორისო სასამართლოს აქვს ასეთი გაგება, როგორიცაა „მხარეთა შეთანხმება". აქ ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხდება", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. 

ამასთანავე, პესკოვმა აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში ეს არ არის ის საკითხი, რისი გათვალისწინებაც რუსეთს შეუძლია. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) რუსეთს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა უბრძანა.

„რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები, რომლებიც მან დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადეს მოსამართლეებმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics