|
2022-03-17 13:20:27, 1226 ნახვა
საზოგადოება
2022 წელს ახალი სახანძრო-სამაშველო შენობების სამშენებლო სამუშაოები კასპში, ხულოში, ბორითსა და ონში დასრულდება
გასულ წელს მარტვილში, წალენჯიხასა და ჩოხატაურში აშენდა საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი შენობები. თანამედროვე შენობები მორგებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა საჭიროებებზე და შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ახალ შენობებში მეხანძრე-მაშველების საქმიანობისთვის ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი. მისივე თქმით, 2022 წელს დასრულდება სახანძრო-სამაშველო შენობების სამშენებლო სამუშაოები კასპში, ხულოში, ბორითსა და ონში. „2022 წელს დასრულდება ახალი სახანძრო-სამაშველო შენობების სამშენებლო სამუშაოები კასპში, ხულოში, ბორითსა და ონში. დაგეგმილია სხვადასხვა სახის აღჭურვილობისა და ინვენტარის შეძენა, ფორმის განახლება. გაგრძელდება პროექტის - "მოხალისე" იმპლემენტაცია, სადაც ეტაპობრივად ჩაერთვება საქართველოს სხვადასხვა რეგიონი. მოხდება ინტერაქტიული რუკის სრულყოფა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი გახდება: სახანძრო/სამაშველო ჯგუფების გადაადგილების ონლაინხედვა და მათი სტატუსების მონიტორინგი, ინციდენტამდე მისასვლელი ოპტიმალური გზებისა და გზის დატვირთულობის განსაზღვრა. ასევე, კავშირის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, იგეგმება რადიო და ფიჭური კავშირის დაფარვის ზონების გაფართოება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)