|
2022-03-17 12:42:21, 685 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - ვუსამძიმრებ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პატრულ-ინსპექტორების ოჯახებს, ძალიან მძიმეა თითოეული თანამშრომლის დაკარგვა ჩვენთვის
ძალიან მძიმეა თითოეული თანამშრომლის დაკარგვა ჩვენთვის, ძალიან დიდი ტკივილი და ტრაგედიაა ყველა ჩვენგანისთვის - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრმა რიკოთის უღელტეხილზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პატრულ-ინსპექტორების ოჯახებს, ახლობლებსა და კოლეგებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. „პირველ რიგში, მინდა, დიდი მწუხარება გამოვხატო და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო 12 მარტს, რიკოთის უღელტეხილზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პატრულ-ინსპექტორების ოჯახებს, ახლობლებსა და კოლეგებს. მათ დღეს, იმერეთში, მშობლიურ ქალაქებში დაკრძალავენ. ძალიან მძიმეა თითოეული თანამშრომლის დაკარგვა ჩვენთვის, ძალიან დიდი ტკივილი და ტრაგედიაა ყველა ჩვენგანისთვის. ამ შემთხვევის დროს ასევე დაშავდა ჩვენი თანამშრომელი. მინდა, მას გამოჯანმრთელება და რაც შეიძლება მალე სამსახურში დაბრუნება ვუსურვო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)