12:17 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 20:13:27, 654 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ გაერო-ს სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქმე სრულად მოიგო

„უკრაინამ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქმეში, სრული გამარჯვება მოიპოვა“, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

მისივე თქმით, სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დაავალა, რომ უკრაინაში შეჭრა მან დაუყოვნებლივ შეაჩეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქვეყანა უფრო მეტად „იზოლირებული“ იქნება.

„უკრაინამ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქმეში, სრული გამარჯვება მოიპოვა. სასამართლომ დაავალა რუსეთს დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინაში შემოჭრა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რუსეთისთვის ბრძანება სავალდებულოა. გადაწყვეტილების იგნორირება რუსეთს კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში გადააყენებს“, - აღნიშნა ,,ტვიტერ"-ზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამბის შესახებ განცხადებას გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ) თავადაც ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
პრემიერ-მინისტრთან ერთად, ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის შეცვლა გადაწყვიტა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს იცავს აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics