12:17 - 16 Jul, 2026
|
2022-03-16 10:16:24, 488 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ეკონომიკური ზარალი ომის შედეგად, ამ ეტაპზე, 565 მილიარდ დოლარს შეადგენს
წინასწარი მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინის აღსადგენად 500 მილიარდ დოლარზე მეტია საჭირო, - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა, ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის დროს გააკეთა. შეხვედრაც უკრაინის სამომავლო მხარდაჭერის საკითხებს შეეხებოდა. მისივე თქმით, უკრაინის მთავრობაში უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად უკრაინის ეკონომიკის ზარალის ითვლის. „წინასწარი გათვლებით, ახლა უკრაინის ზარალი 565 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია. რეალურად, ეს არის ის თანხები, რომლებიც საჭირო იქნება ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად.“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)