|
2022-03-14 10:15:37, 692 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამართლებრივი ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რატი ბრეგაძეს სპეციალური ჯილდო გადაეცა
სამართლის სფეროს განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს ჯილდო რატი ბრეგაძეს მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, ფიქრათ მამადოვმა, გადასცა. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად რატი ბრეგაძემ და ფიქრათ მამადოვმა მემორანდუმი 11 მარტს, ქართული დელეგაციის აზერბაიჯანში ვიზიტისას გააფორმეს. დოკუმენტი საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას ითვალისწინებს. საქართველოს იუსტიციის მინისტთან შეხვედრისას მემორანდუმი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დადებითად შეაფასა. მან ერთობლივი პროექტების განხორციელების ინიციატივა გამოთქვა და სამინისტროებს მხარდაჭერა აღუთქვა. რატი ბრეგაძის ორდღიანი ვიზიტი აზერბაიჯანის რეპუბლიკაში გუშინ დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)