|
2022-03-07 20:56:06, 802 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურამ უკრაინელი ბავშვებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურია თავადვე ავრცელებს. უწყების ცნობით, ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარების საგნების შერჩევა და შეძენა პროკურატურის წარმომადგენლების მიერ უკრაინულ მხარესთან აქტიური კონსულტაციის შედეგად განხორციელდა.
„ჰუმანიტარული ტვირთი სხვადასხვა დახმარების საგნებს, კერძოდ კი - ჩვილი ბავშვის საკვებს, ბავშვის კვების აქსესუარებს, ტანსაცმელს, ჰიგიენურ საშუალებებს და სხვა პირველადი საჭიროების ნივთებს მოიცავს. საქართველოს პროკურატურა უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად მიმდინარე ჰუმანიტარულ აქციაში საკუთარი წვლილის შეტანას მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)