21:09 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 16:56:19, 521 ნახვა

მსოფლიო
ფინეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო დანადგარებითა და შაშხანებით დაეხმარება

ფინეთი უკრაინას იარაღსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის. აღნიშნულის შესახებ ორშაბათს, პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის, ანტი კაიკონენის თქმით, 2500 შაშხანით, 1500 ტანკსაწინააღმდეგო დანადგარით, 150 000 ვაზნითა და საკვების 70 000 პაკეტით დაეხმარება.

„ტანკსაწინააღმდეგო იარაღი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჯავშანტექნიკასთან საბრძოლველად“, - აღნიშნა ანტი კაიკონენმა ორშაბათს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კვირას, სკანდინავიურმა სახელმწიფომ, ასევე გადაწყვიტა, რომ უკრაინას ჩაფხუტებით, ტყვიაგაუმტარი ჟილეტებითა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღჭურვილობით დაეხმარებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics