18:52 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 13:37:12, 876 ნახვა

მსოფლიო
ლიზ ტრასი - უკრაინაზე თავდასხმა პუტინისთვის შეიძლება, დასასრულის დასაწყისი იყოს, მაგრამ მეშინია, რომ ეს კონფლიქტი წლები გაგრძელდება

რუსეთის სამხედრო თავდასხმა უკრაინაზე, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის, „შეიძლება იყოს დასასრულის დასაწყისი“, განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა.

Sky News-თან საუბრის დროს, ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის „ძლიერ და მამაც წინააღმდეგობას“ აკვირდება და უკრაინელი სამხედროებისათვის იარაღის მიწოდებასა და ეკონომიკურ მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „სტრატეგიული შეცდომა დაუშვა“ იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა ზიანს აყენებს დასავლეთის სანქციები რუსეთის ეკონომიკას.

„მეშინია, რომ ეს კონფლიქტი შეიძლება, რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდეს და იყოს ძალიან სისხლიანი. უკრაინის ომი დიდ ბრიტანეთს „ეკონომიკურ ფასს“ გადაახდევინებს, თუმცა ბრიტანელი ხალხი მიხვდება იმ ფასს, რომელსაც გადავიხდით, თუ ახლა პუტინს წინააღმდეგობას არ გავუწევთ”, - დასძინა ლიზ ტრასმა.

გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მან „ოლიგარქების სია შეადგინა“ და შეიძლება, რომ „სანქციების მოძრავი პროგრამაც“ ამოქმედდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics