17:40 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 09:33:31, 656 ნახვა

მსოფლიო
Anonymous-ის ჰაკერებმა რუსეთის თავდაცვის საკომუნიკაციო საშუალებები გატეხეს

ამონიმუსის ჰაკერები რუს სამხედროების საკომუნიკაციო ხაზებს აზიან. ისინი რუს ჯარისკაცებს რაციებზე და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებზე ერთვებიან და თვითონ ელაპარაკებიან. ამით, "ანონიმუსი" ოკუპანტებს თავგზას უბნევენ და კოორდინატებს ურევენ. 
ამასთან, ჰაკერების დაჯგუფება Anonymous ირწმუნება, რომ მათ ჩეჩნეთის მთავრობის ვებსაიტი დაბლოკეს. მათივე თქმით, საიტი გათიშეს რუსეთის მხარდაჭერილი რეგიონის განცხადებიდან 12 საათში, როდესაც მათ თქვეს, რომ უკრაინაში შეყავთ ჯარები. ჩეჩნეთის მთავრობის საიტი ამ დროისთვისაც [08:53] არ მუშაობს.
Anonymous, უკვე დაბლობა კრემლის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ფინანსური ინსტიტუტების საიტები. გარდა ამისა დაიბლოკა რუსეთის პროპაგანდისტული საიტები.
რამდენიმე დღის წინ ანონიმუსმა კიბერ ომი გამოუცხადა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო. მათ რამდენიმე კიბერშეტევა განახორციელეს რუსეთის სამთავრობო ვებგვერდებზე, მათ შორის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტი რამდენიმე საათით გათიშული იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics