15:09 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-25 11:51:25, 598 ნახვა

მსოფლიო
უკრაინელმა სამხედროებმა რუსული კოლონის შესაჩერებლად კიევში შესასვლელი ხიდი ააფეთქეს

უკრაინელმა სამხედროებმა ნოვოირპენსკაიას გზატკეცილზე კიევში შესასვლელი ხიდი ააფეთქეს. - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან, მაგრამ უკრაინული ძალები მას ივანკოვის დასახლებასთან წინააღმდეგობას უწევენ.

ამასთან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო წერს, რომ დღევანდელი დღე ყველაზე რთული იქნება, ვინაიდან რუსეთი კიევში გეგმავს ტანკების შეყვანას. 

"დღეს ყველაზე მძიმე დღე იქნება. მტრის გეგმაა, ივანკოვისა და ჩერნიგოვის მხრიდან შემოვიდეს კიევში ტანკებით. რუსული ტანკები არაჩვეულებრივად იწვიან ჩვენი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის –სტუგნისა და კორსაროვის - მოხვედრის შემთხვევაში, ისევე, როგორც ჩვენი მოკავშირეების საჩუქრების NLAW-ისა და ჯაველინების დარტყმისას. კიევის მცველები ადგილზე არიან". - წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics