13:01 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 12:15:40, 711 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - ყოველთვის ღია ვართ პირდაპირი დიალოგისთვის, მაგრამ რუსეთის ინტერესები ჩვენთვის უპირობოა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსებს „სამშობლოს დაცვის დღე“ მიულოცა და საერთაშორისო ვითარებაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვხედავთ, რამდენად რთულია საერთაშორისო ვითარება, რა საფრთხეებია სავსე არსებული გამოწვევებით, როგორიცაა შეიარაღების კონტროლის სისტემის შესუსტება ან ნატო-ს ბლოკის სამხედრო აქტივობა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი გააგრძელებს სახელმწიფო ინტერესებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას.

„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ღიაა პირდაპირი და გულწრფელი დიალოგისთვის, ყველაზე რთული პრობლემების დიპლომატიური გადაჭრის გზის გამოსაძებნად, მაგრამ ვიმეორებ: რუსეთის ინტერესები, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ჩვენთვის უპირობოა, ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ არმიისა და საზღვაო ფლოტის განვითარებას და გაუმჯობესებას“, - დასძინა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics