|
2022-02-23 10:16:58, 618 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა, ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრს, კოხლეარული იმპლანტები გადასცა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრს (ქევანიშვილი-ჯაფარიძის კლინიკა), კოხლეარული იმპლანტები გადასცა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ზურაბ აზარაშვილი ბენეფიციარებზე მეტყველების პროცესორის მორგება-რეგულირების პროცესს დაესწრო. ბენეფიციართა შორის ერთ-ერთი 2 წლის ერეკლე იმედაშვილი იყო, რომლემაც წარმატებული ოპერაციის შემდგომ ბგერები პირველად აღიქვა. სახელმწიფო პროგრამა შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციართა კოხლეარული იმპლანტით უსასყიდლოდ უზრუნველყოფას, ოპერაციასა და იმპლანტაციის შემდგომ 1-წლიან უფასო რეაბილიტაციას მოიცავს. დასავლური სტანდარტების შესაბამისი, კოხლეარული იმპლანტის კომპლექტის ღირებულება 50 000 ლარამდეა. შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციართა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში 2021 წლის 1 აპრილს ინტეგრირდა.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)