|
2022-02-22 15:43:04, 610 ნახვა
საზოგადოება
კურორტი „გოდერძი“ ესპანელი ფრირაიდერი ბლოგერების ყურადღების ცენტრშია
სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ს ტურისტული შესაძლებლობები პროფესიონალი მოთხილამურე ბლოგერების ყურადღების ცენტრში მოექცა. ფრირაიდის ესპანელმა მოთხილამურეებმა კურორტის ექსტრემალური და სპორტული სათხილამურო ტრასები გამოსცადეს და თავიანთი შთაბეჭდილებები ასიათასობით გამომწერს გაუზიარეს, რომელთა შორის უმრავლესობა პროფესიონალი მოთხილამურე და ფრირაიდერია. ბლოგერებმა უკვე გამოაქვეყნეს სტატია პოპულარულ, სპორტულ გამოცემაში Nevasport, რომელსაც 12 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. როგორც ისინი აღნიშნავენ, კურორტი „გოდერძი“ ერთ-ერთი საუკეთესოა, ექსტრემალური, პროფესიონალური სტილის სრიალისთვის. იქ შესაძლებელია, როგორც ძირითად ბილიკზე, ისე გაუკვალავ ადგილებში სრიალი, რაც ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია დღეს მსოფლიოში. ესპანელი ფრირაიდერები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდნენ. გარდა სტატიებისა, ისინი პროფესიონალ მოთხილამურეებსა და მათ გამომწერებს კურორტზე გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეორგოლს გაუზიარებენ. აჭარის შემდეგ მოთხილამურეებმა სვანეთის სათხილამურო ტრასებიც გამოსცადეს. „რომ შევაჯამოთ, ეს იყო შესანიშნავი მოგზაურობა ქვეყანაში, რომელიც დამალულ მარგალიტს ჰგავს. შემდეგ წელს ჩვენ აქ აუცილებლად დავბრუნდებით, რათა უკეთ გავიცნოთ ეს ქვეყანა და ვისიამოვნოთ იმ ყველაფრით რასაც აქ გვთავაზობენ: ბევრი თოვლი, უგემრიელესი საჭმელი, საყვარელი ხალხი, სასწაული ხედები, სათავგადასავლო სათხილამურო ტრასები და მომაჯადოებელი კულტურა. იხილეთ სტატია - https://www.nevasport.com/reportajes/art/62286/georgia-ski-trip/
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)