12:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 12:21:35, 526 ნახვა

მსოფლიო
ანდრიუს კუბილიუსი - ევროპაში სხვა ერების მიმართ ფაშისტური და ნაცისტური სიძულვილი ბრუნდება

ევროპის კონტინენტზე სხვა ერების მიმართ ფაშისტური და ნაცისტური სიძულვილი ბრუნდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებასთან დაკავშირებით "ტვიტერზე" წერს.

"ევროპის კონტინენტზე ფაშისტური და ნაცისტური სიძულვილი ბრუნდება სხვა ერების მიმართ: პუტინის გუშინდელი გამოსვლა და მოქმედება ამის გამოხატულებაა. სამწუხაროა, რომ რუს ხალხს ამის გადატანა მოუწევს. მათი მომავალი პუტინის ფაშიზმმა არსებითად გაანადგურა. " - წერს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული მოთხოვნით რუსეთის დუმამ ვლადიმერ პუტინს 15 თებერვალს მიმართა. 

„მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics