10:37 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-20 16:33:26, 1050 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსის თავდაცვის მინისტრი - რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გააგრძელებს

ბელარუსის თავდაცვის მინისტრის, ვიქტორ ხრენინმას განცხადებით, რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს აგრძელებენ, მიზეზად კი, უკრაინაში, დონბასში არსებული მდგომარეობის გამწვავება სახელდება.

მისი თქმით, აშკარაა, რომ უკრაინაში ჩატარებული სამხედრო წვრთნები რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ არის მიმართული.

„საკავშირო სახელმწიფოს საზღვრებთან სამხედრო აქტივობის ზრდის და დონბასში სიტუაციის გამწვავების ფონზე ბელარუსის რესპუბლიკის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება გაგრძელდეს მოკავშირე სახელმწიფოს რეაგირების ძალების შემოწმება.
მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე შეიქმნა სამხედრო ძალების მრავალი დაჯგუფება, მათ შორის მესამე ქვეყნების დაჯგუფებები. აწეულია NATO-ს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დანაყოფების მზადყოფნა. უკრაინაში ე.წ სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში მზადყოფნა შემცირებულია 7-იდან 5-დღემდე.

ჩვენს მეზობელს ქვეყნებს საგანგებოდ, დაუგეგმავი წესით აწვდიან უახლეს იარაღს ამასთანავე პრიორიტეტს ანიჭებენ თანამედროვე თავდასხმით საშუალებებს.

მოდერნიზებულია სამხედრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები. გაიზარდა საკავშირო სახელმწიფოს საზღვრებთან ჩატარებული წვრთნების და ოპერაციების რაოდენობა. ასევე აშკარაა, რომ ისინი მიმართულია რუსეთისა და ბელორუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics