|
2022-02-17 17:12:54, 737 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N19 და N35 კორპუსების მიმდებარედ, ფარეხების ნაცვლად, სკვერი მოეწყობა
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N19 კორპუსის მიმდებარედ, ადგილობრივი მოსახლეობის სურვილითა და ინიციატივით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა. გამწვანებული დასასვენებელი სივრცის მოწყობის მიზნით, 17 ფარეხის დემონტაჟის შემდეგ, ტერიტორიაზე „თბილსერვის ჯგუფის“ დახმარებით, დასუფთავების აქცია ჩატარდა. ამის შემდეგ, N19 და N35 კორპუსების შორის გამგეობის მიერ კეთილმოწყობილი, გამწვანებული სკვერი მოეწყობა. ადგილობრივ მოსახლეობას საპროექტო კომპანიასთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე შეხვდნენ. „ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით, ტერიტორიაზე 17 რკინის და ბეტონის ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც „თბილსერვის ჯგუფის“ დახმარებით ტერიტორია მოვასუფთავეთ. ეს ვაკის რაიონში ფარეხების ჩანაცვლების პირველი შემთხვევაა. სასიხარულოა, რომ მოსახლეობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო და უსახური ნაგებობების სანაცვლოდ, კეთილმოწყობილი, გამწვანებული სივრცე ექნებათ“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ. დასასვენებელი სივრცის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით და მათი ინტერესების გათვალისწინებით მომზადდება.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)