14:11 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 15:44:39, 865 ნახვა

საზოგადოება
მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რიაონში, უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რიაონში, უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, სამი კაპიტალური შენობა მშენებლობის საწყის ეტაპზე და მსუბუქი კონსტრუქციის ორი ღობე.

ამასთანავე, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევები ერთი კვირის წინ გააფრთხილა, რის შემდეგაც, ერთმა მოქალაქემ მშენებარე ნაგებობის ნაწილობრივი დემონტაჟი თავად განახორციელა.

მათივე ცნობით, ჯამში, მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო მიწაზე განთავსებული სამი კაპიტალური ფუნდამენტისა და ღობეების დემონტაჟი მოახდინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics