|
2022-02-16 12:15:10, 1270 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები Google-ის შემეცნებით პლატფორმაზე „Arts and Culture“ განთავსდა
კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შესვლით, მსოფლიო ინტერესის საგანი გახდა. საერთაშორისო კორპორაციამ Google საქართველოში არსებული UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ ინტერაქტიული გამოფენა საკუთარ შემეცნებით პლატფორმაზე „Arts and Culture“ განათავსა. აღნიშნულ პლატფორმას წელიწადში 350 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. https://artsandculture.google.com/story/HgVhhfzjrhROAQ პლატფორმის „Google Arts and Culture“ ვიზიტორი შეძლებს კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკებისა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს. პლატფორმაზე განთავსებულია ფოტო-ვიდეო მასალები, რომლის ფორმატიც დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს, ვირტუალურად იმოგზაუროს და აღმოაჩინოს საქართველოს უნიკალური ბუნება. გუგლის შემეცნებით პლატფორმაზე საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის განთავსება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს და მისი ბუნებრივი მემკვიდრეობის ცნობადობის ზრდას და, შესაბამისად, ვიზიტორების დაინტერესებას და მოზიდვას. 2021 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩინეთის ქალაქ ფუჟოუში, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ სახელით, მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას დაემატა და ღირსეული ადგილი მოიპოვა ამაზონის ტყის, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის, იელოუსტოუნის ეროვნული პარკის, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპების გვერდით.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)