|
2022-02-16 10:40:10, 639 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა, საერთაშორისო ექსპერტების ხელმძღვანელობით, ყალბი დოკუმენტების აღმოჩენის და შემოწმების შესახებ ტრენინგი გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) - ინტეგრირებული საზღვრის მართვა (SAFE IBM)“ ფარგლებში, ყალბი დოკუმენტების აღმოჩენისა და შემოწმების შესახებ ტრენინგი ჩაატარა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცლებს. უწყების ცნობით, სწავლებას საერთაშორისო ექსპერტი - ალექს ვან დუურენი უძღვებოდა, ხოლო გახსნით ღონისძიებას ესწრებოდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - გურამ დავითაშვილი, საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ირაკლი თევდორაძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საზღვრის მართვის პროგრამების უფროსი მენეჯერი - მასიმო რამანზინი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი - კოლომბ დე მერსი. "სწავლების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი რელევანტური საკითხები, როგორიცაა: ID დოკუმენტები, დამცავი ნიშნები, დოკუმენტების უსაფრთხოების და გაყალბების ახალი მეთოდები, ციფრული ბეჭდვის ტექნიკა, პროფილირება და ა.შ. ტრენინგის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)