|
2022-02-14 14:29:12, 842 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - პრემიერი შეუძლებელია ანტივაქსერი იყოს, მას ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და განმარტავს თუ რა იგულისხმა პრემიერმა „ომიკრონის“ დროს ვაქცინის უმოქმედობაში. მისი თქმით, პრემიერმა თქვა რომ "ომიკრონის" შტამის შემთხვევაში ვქცინა გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი კატეგორიულად უარყოფს, რომ პრემიერი ანტივაქსერია, რადგან მას ორი დოზა ვაქცინა გაკეთებული აქვს. პრემიერი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია, რომ იყოს ანტივაქსერი მას აქვს ორი ვაქცინა გაკეთებული. ის ძალიან აქტიურად იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში ჩართული. ასევე, იმ სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელზე ზევით ჩვენს თანამოქალაქეებზე გავაკეთეთ, 200-ლარიანი დანამატი, 100-ლარიანი დანამატი ბუსტერ დოზის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ ანტივაქსერია თუ არა, ვფიქრობ, რომ არასწორია. აქვე განვმარტავ რა იგულისხმა "ომიკრონის" შემთხვევაში, რადგან ეს არის ისეთი შტამი და ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომელიც ამ ახალ შტამთან დაკავშირებით გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, მან თქვა, ის რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო. „ომიკრონთან“ დაკავშირებით იცით, რომ "ფაიზერმა" უკვე შექმნა ახალი ვაქცინა და ჩვენ მარტის თვეში ახალი ვაქცინა გვექნება, რომელიც ამ ვირუსის შტამზე კონკრეტულად ომიკრონზე მუსაობს "ომიკრონზე" ,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)