06:01 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-13 17:47:01, 763 ნახვა

მსოფლიო
დაძაბულობის გამო, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

მსოფლიოს არაერთი ქვეყანა თავის მოქალაქეებს, უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს.

მიზეზად რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობა და რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საშიშროება სახელდება.

მსგავს სახელმწიფოებს შორის არიან: ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ირლანდია, შვედეთი, ნიდერლანდები, იტალია, ავსტრალია, იორდანია, ქუვეითი და ერაყი.

აღნიშნულთან დაკავშირებით კი, საუდის არაბეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ლიეტუვა, ჩინეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები თავის მოქალაქეებს მეტი ყურადღებისა და უკრაინაში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

ცნობისთვის, უკრაინის დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, სავარაუდოდ 14 თებერვლიდან, უკრაინის თავზე საჰაერო მიმოსვლა შეწყდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics