10:43 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-08 11:29:59, 1047 ნახვა

სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 1978 წელს დაბადებულ გ.ჭ.-ს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ხოლო 1973 წელს დაბადებული ა.ყ. და 1986 წელს დაბადებული ა.გ. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის არიან დაკავებული.

,,პოლიციამ ნარკორეალიზატორთა გამოსავლენად, რამდენიმე ეტაპად განახორციელა კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე.

სამართალდამცველებმა, სამივე ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics