|
2022-02-04 12:56:57, 768 ნახვა
საზოგადოება
ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან პრემიუმ კლასის სასტუმროს მშენებლობა დაიწყო
სოფელ ალავერდში ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან, 200 მეტრში პრემიუმ კლასის სასტუმროს Alaverdi Resort-ის შენებლობა დაიწყეს. როგორც კომპანიის ,,ბადაგონი“ დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ აღნიშნა, პროექტი განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, რადგან იგი ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე განხორციელდება და მნიშვნელოვანი იქნება იმ ბალანსის დაცვა რაც, ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დაცვას და, მეორე მხრივ, ბიზნესის განვითარებას გულისხმობს. პრემიუმ კლასის სასტუმროს Alaverdi Resort ასაშენებლად კომპანია ,,ბადაგონი“ 14 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 32 ნომრიანი სასტუმრო, წელიწადში, 8-10 ათასი ვიზიტორის მიღებას გეგმავს. სასტუმროს გახსნა 2023 წლის სექტემბერშია დაგეგმილი. სასტუმროს მშენებლობის დაწყების აღსანიშნად, სიმბოლური კაფსულა საქართველოს ვიცეპრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კომპანიის „ბადაგონი“ დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ გუშინ ჩაუშვეს. "ვუფრთხილდებით ჩვენ ღირებულებებს, ტრადიციებსა და ისტორიულ თუ კულტურულ მემკვიდრეობას. „Alaverdi Resort“ იქნება ზუსტად ამის მაჩვენებელი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი კახეთის რეგიონში და განვითარების დამატებით მუხტს შემოიტანს რეგიონში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ალავერდის კომპლექსი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლია. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მიხედვით, ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე. ვიზუალური დაცვის არეალი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის განისაზღვრება 500 მეტრის რადიუსით. პროექტთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)