|
2022-02-04 11:16:09, 814 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარადჭერით კომპანია „ტიფლისი“ ორთაჭალაში 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
„საქართველოს ბანკი“ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით კომპანია „ტიფლისი“ ორთაჭალაში 2 ბლოკიან, 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. პროექტის ჯამური მოცულობა 2 600 000 აშშ დოლარია. „ტიფლისი ორთაჭალა“ საცხოვრებელ ბინებთან ერთად მოიცავს საპარკინგე ადგილებსა და კომერციულ სივრცეს. მას საუკეთესო ლოკაცია, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და რეკრეაციული ზონა გამოარჩევს. პროექტის მიხედვით სკვერი გამწვანებული იქნება სხვადასხვა ჯიშის იშვიათი ხე-მცენარეებით. სკვერში განთავსებული იქნება სივრცე შინაური ცხოველებისთვის, ტრენაჟორები და საბავშვო გასართობი არეალი. „ჩვენი ახალი პროექტი მთლიანად აშენებულია თანამედროვე მაღალ ტექნოლოგიური თბო საიზოლაციო მასალებით, ფასადი მოპირკეთებულია მარმარილოთი და ეკოლოგიურად სუფთა საღებავით. ეს ყველაფერი ერთად ქმნის საუკეთესო ენერგოეფქტურობას და უსაფრთხოებას. თანამედროვე ტექნოლოგიები მომავალ მაცხოვრებლებს კომუნალურ ხარჯებს თითქმის ორმაგად უმცირებს. პროექტი უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოების უმაღლესი სისტემებით. მომხმარებლებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ ადგილმდებარეობას და ულამაზეს ხედებს, საუკეთესოდ დაგეგმარებულ ბინებს, რომელიც სრულად მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს. მაღალი ხარისხი, საქმისადმი პროფესიული მიდგომა, კომფორტული გადახდის პირობები და ჩაბარების ვადების დაცვა - ეს სწორედ ის კრიტერიუმებია, რომელზეც ორიენტირებულია ჩვენი კომპანია,“- განაცხადა ნუგზარ ნებირიძემ, კომპანია „ტიფლისის“ წარმომადგენელმა. „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ დეველოპერულ ბიზნესს, ორივემ ერთად კი მომხმარებელს. კერძოდ, ბანკისა და კომპანია „ტიფლისის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ენერგოეფექტური, მაღალი სტანდარტებით აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი მათზე მორგებული პირობით- გარანტირებული შენაძენით“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ. ინფორმაციისთვის, გარანტირებული შენაძენი საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც დეველოპერისგან ბინის ყიდვის მსურველთათვის შეთავაზებული თითოეული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, მომხმარებელს ზარალს ბანკი სრულად აუნაზღაურებს. გარანტირებულ შენაძენზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს:https://bit.ly/3kJyqaN
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)