|
2022-02-03 17:12:27, 753 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი - ვაგრძელებთ რუსთავში საწარმოების მონიტორინგს, რათა ადგილზე ვნახოთ, როგორ ხდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციების შესრულება
ქ. რუსთავში მოქმედი საწარმოების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძესთან და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად, კომპანიის „ჯეოსტილი” მეტალურგიული ქარხნის სამუშაო პროცესს გაეცნო. მონიტორინგის კამპანიის მიზანია, საწარმოებმა რაც შეიძლება მოკლე დროში მოახდინონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებების დროული და ეფექტიანი შესრულება. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პარლამენტთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანლობასთან ერთად, აგრძელებს საწარმოების მონიტორინგს, რათა ადგილზე ვნახოთ, როგორ ხდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციების შესრულება. აღსანიშნავია, რომ საწარმოს „ჯეოსტილი“ გამწოვი და ასპირაციის სისტემების კუთხით გაუმჯობესება აქვს, თუმცა, არ არის ჩართული ონლაინ მონიტორინგის სისტემაში; შესაბამისად, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ საწარმოსთან მუშაობას, რათა დეტალურად შევისწავლოთ, როგორი იქნება ონლაინ მონიტორინგის სისტემაში მათ მიერ გამოგზავნილი მონაცემები“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, კომპანიაში „ჯეოსტილი“ გაუმჯობესებულია სიტუაცია კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების შესრულების და თვითმონიტორინგის სისტემის კუთხით. „ის ნაბიჯები, რაც კომპანიის „ჯეოსტილი“ მიერ გადაიდგა ჰაერის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების კუთხით, ნამდვილად თვალსაჩინოა. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს მიერ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის ნორმები დასაზუსტებელია და ჯართის მართვის მიმართულებით კვლავ არის გამოწვევები, რომელიც კომპანიამ უნდა გადაჭრას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ანალოგიური შეხვედრები ქ. რუსთავში არსებულ ყველა საწარმოში გაიმართება. „საწარმოებს გადადგმული აქვთ ნაბიჯები, რათა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს. უკვე მეორე საწარმოში გავეცანით სამუშაო პროცესსა და ვალდებულებების შესრულების სტატუსს. მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს, რათა ქალაქში გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)