|
2022-02-02 12:28:23, 657 ნახვა
საზოგადოება
ქეთევან დედოფლის გამზირზე დაავადებული და დაზიანებული ხეები ჯანსაღი ნარგავებით ჩანაცვლდება
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე დაავადებული და დაზიანებული ხეები ჯანსაღი ნარგავებით ჩანაცვლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებული დაავადებული ხეების მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა წარმოადგინა. მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურის რეკომენდაციით, გამზირზე სანიტარიული ჭრები ჩატარდება. „როგორც იცით, დაწყებულია ქეთევან დედოფლის გამზირისა და მის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ტერიტორიების რეაბილიტაცია. მთლიანად გვაქვს დაგეგმილი ამ გამზირის განახლება, მოწესრიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გვიწევს არსებული დაზიანებული და დაავადებული ხე-მცენარეების მოჭრა და მათი ახალი ნარგავებით ჩანაცვლება. ჩვენმა სამსახურებმა შეისწავლეს არსებული მდგომარეობა და მთლიანად გამზირზე ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერია ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)