|
2022-02-01 15:00:27, 762 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე „მწვანე პასპორტის“ გაუქმებაზე - მე პოზიცია დავაფიქსირე, უმნიშვნელოა ვეთანხმებოდი თუ არა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძის განცხადებით უმნისვნელოა ეტანხმებოდა თუ არა მწვანე პასპორტის გაუქმებას. მისი თქმით NCDC-ს მიაჩნია, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც დისციპლინას და წესრიგს იცავს პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია. "მე ჩემი პოზიცია საკოორდინაციო საბჭოზე დავაფიქსირე. მე რამდენჯერ გითხარით, მიუხედავად იმისა, რომ მწვანე პასპორტი... მოგეხსენებათ, რომ სოციალურ ქსელში საუბარი იყო თერმოსკრინიგის გაუქმებაზეც, დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიაჩნია, რომ ეს არის დისციპლინის და წესრიგის ერთ-ერთი მთავარი იარაღი დღეს, რომელიც პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ „მწვანე პასპორტი“ დღეს დიდ როლს უკვე არ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავისი პოზიცია ჰქონდა, რომელიც საბჭოზე დააფიქსირა. არ აქვს მნიშვნელობა, ვეთანხმებოდი თუ არა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, საბჭოს შიდა დისკუსიები გარეთ არ გამომაქვს. საბჭოზე ამასთან დაკავშირებით დისკუსია იყო, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თავისი პოზიცია დაფიქსირა. საბჭო გადაწყვეტილებას კონსენსუსის პრინციპით იღებს. ჭორაობას ვერ დავიწყებ, ჩემ თავს სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ", - განაცხადა გამყრელიძემ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)