23:49 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-25 17:46:13, 921 ნახვა

მსოფლიო
კრემლმა ალექსეი ნავალნი და მისი კოლეგები ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა სიაში შეიყვანა

კრემლმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები: ალექსეი ნავალნი, ლიუბოვ სობოლი, გეორგი ალბუროვი, რუსლან შავედინოვი და ვიაჩესლავ გიმადი ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან კავშირში დაადანაშაულა.

ამის შესახებ, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“, რუსი ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი აცხადებს. მისი სიტყვით, ისინი ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა სახელმწიფო სიაში შეიყვანეს.

„მე, ნავალნი და ჩვენი კოლეგები ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა სახელმწიფო სიაში შეგვიყვანეს. მონაწილეობ არჩევნებში და ებრძვი კორუფციას? – ექსტრემისტი ხარ.

შესაძლოა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერისტეტის (МГУ) იურიდიული ფაკულტეტის პირველი, წითელდიპლომიანი კურსდამთავრებული ვიყო, რომელიც ამ სიაში მოხვდა“, - განაცხადა ლიუბოვ სობოლიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics