22:53 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-20 14:50:27, 1336 ნახვა

მსოფლიო
Politico - აშშ–მა ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს უფლება მისცა, უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღი გააგზავნონ

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნატო–ს სამ მოკავშირეს: ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს უფლება მისცა, უკრაინაში ჯავშანტექნიკის რაკეტები და სხვა ამერიკული წარმოების იარაღი გააგზავნონ. 

როგორც გამოცემა Policito აშშ–ის ადმინისტრაციის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული დასავლეთის მოკავშირეებს შორის განახლებული აქტუალობის ნიშანია რუსული ძალების მრავალფრონტზე შეჭრის საფრთხის გამო.

რეგულაციების მიხედვით, ამერიკული შეიარაღების სხვა ქვეყნებისთვის გადასაცემად სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვაა საჭირო. ბალტიის ქვეყნებმა უკრაინისთვის იარაღის გადაცემის სურვილი რამდენიმე კვირის წინ გამოთქვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics