22:53 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-19 14:08:41, 682 ნახვა

მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს თურქეთში მოლაპარაკებებზე იწვევს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თურქეთში მოლაპარაკებებზე იწვევს. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თურქეთის პრეზიდენტის სპიკერის, იბრაჰიმ კალინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"პრეზიდენტმა ერდოღანმა მოიწვია ორივე ქვეყნის ლიდერი თურქეთში, რათა გაიმართოს შეხვედრა პრობლემებისა და არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად. თურქეთი მზადაა, ითამაშოს ნებისმიერი როლი, რათა შეამციროს დაპირისპირება რუსეთ–უკრაინას შორის", – განაცხადა სპიკერმა. 

ამასთანავე, ერდოღანის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტს სურს, უახლოეს კვირებში ეწვიოს უკრაინას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics