20:44 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-11 21:35:41, 1675 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

რუსეთმა უკრაინასთან სმოლენსკის ოლქში და უკრაინის მოსაზღვრე სამ რეგიონში - ვორონეჟში, ბელგოროდში და ბრაიანსკში - წვრთნები დაიწყო დაახლოებით სამი ათასი სამხედრო და 300 ერთეული სამხედრო ტექნიკის მონაწილეობით. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ დასავლეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

წვრთნებში 3 000-მდე ჯარისკაცი და 300-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, მათ შორის „Т-72Б3“ ტიპის ტანკები და „BMP-2“ ტიპის საბრძოლო მანქანები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წვრთნებზე აქცენტი საკონტროლო სროლებზე, სამხედრო მსვლელობის ორგანიზებაზე და ძირითადი სამხედრო პუნქტების აღჭურვაზე გაკეთდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თითოეული ქვედანაყოფი ჩაატარებს საბრძოლო მანევრებს და საბრძოლო სროლებს. საბრძოლო მანევრებისას ტანკების და საბრძოლო მანქანების ეკიპაჟების მიერ შემუშავებულ იქნება ერთობლივი მოქმედების უნარი და 1,2 ათასი მეტრის დიაპაზონში იმიტირებულ მტრის სამიზნეებს გაანადგურებენ.
უცხოური მედია 2021 წლის ბოლო თვეებში წერდა, უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ, რუსეთის აგრესია  2022 წლის დასაწყისში უნდა მოხდეს. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics