01:23 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-11 10:22:21, 1202 ნახვა

საზოგადოება
ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი გარდაიცვალა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი იტალიაში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ მის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „როიტერი“ წერს, 65 წლის დავიდ სასოლი საავადმყოფოში 26 დეკემბერს მოათავსეს იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული „სერიოზული გართულების“ გამო. 

იტალიელი სოციალისტი და ყოფილი ჟურნალისტი ფლორენციიდან დავიდ სასოლი ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მას აღნიშნულ პოსტზე ვადა მიმდინარე თვის ბოლოს ეწურებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics