19:32 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-06 19:18:20, 835 ნახვა

მსოფლიო
ალმაატაში შეტაკებები გრძელდება - პროტესტის მონაწილეებმა სატელევიზიო ანძა დაიკავეს - ვიდეო

ალმაატაში შეტაკებები დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, როგორც იუწყება ადგილობრივი მედია. ქალაქის ცენტრში სროლები და აფეთქებები ისმის. „Sputnik ყაზახეთის“ კორესპონდენტი ამბობს, რომ მოედანზე ნისლის გამო ცუდი ხილვადობაა. მისი თქმით, რესპუბლიკის მოედნიდან ხუთ-ექვსკაციანი ჯგუფები გარბიან, ზოგი დაშავებულია. სროლა გრძელდება.

ტელეგრამის არხი Ateo Breaking იუწყება, რომ ხმამაღლა გამოცხადდა, რომ ცეცხლს გაუხსნიან მათ, ვინც დარჩება ალმაატის ქუჩებში.  ტელეგრამის არხი ORDA იტყობინება, რომ მომიტინგეებმა კოქტობის სატელევიზიო ანძა დაიკავეს.

ამასთან, ალმაატის კომენდანტურის ცნობით, ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მახლობლად ყველა "ტერორისტის" "განადგურებულია".

მანამდე, ყაზახეთის  შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალმაატის ქუჩების „გასუფთავება“ გამოაცხადა და აღიარა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იარაღს იყენებდა. სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია ორი ათასამდე ადამიანი.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics