19:30 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-05 14:36:00, 798 ნახვა

მსოფლიო
ყაზახეთში, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული ცენტრის შენობაში შეიჭრნენ – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ყაზახეთში ვითარება დაძაბული რჩება. პროტესტის მონაწილეები ქალაქ ალმატის ადმინისტრაციულ ცენტრზე თავდასხმას განაგრძნობენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ ცენტრთან შეკრებილი მომიტინგეები არმატურებით, ჯოხებითა და ფარებით არიან აღჭურვილები

ამასთანავე, ცნობილი ხდება, რომ მაშინ, როცა დემონსტრანტებმა რაიონული ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.

გამოსვლები ყაზახეთის სხვა რეგიონებშიც გრძელდება. აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

ცნობისთვის, მთავრობის გადადგომის შემდეგ, დემონსტრანტები ყაზახეთში ხელისუფლების სრულად შეცვლას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics