04:33 - 29 Jul, 2026
|
2021-12-27 15:37:34, 648 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის ბიბლიოთეკების გაერთიანება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ბიბლიოთეკებს 13 000-ზე მეტ წიგნს გადასცემს
თბილისის მერიის ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების განახლების ხელშეწყობის მიზნით, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. უწყების ცნობით, მემორანდუმის თანახმად, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება 13 000-ზე მეტ წიგნს უსასყიდლოდ გადასცემს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)