|
2021-12-23 16:37:32, 1138 ნახვა
რეგიონი
აჭარაში, მედიცინის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პანდემიის მართვაში ჩართული მედიკოსები დაჯილდოვდნენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. უწყების ცნობით, დღეს აჭარაში მედიცინის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, Covid 19-ის მართვაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის რეგიონის 34 მედიცინის მუშაკი დაჯილდოვდა. მათივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ მედიცინის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერაა, ყოველწლიურად იზრდება სამინისტროს ბიუჯეტი და პროექტების დაფინანსება - ,,არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა, რომელიც თითოეული ჩვენი რეგიონის მცხოვრების ინტერესზეა მორგებული. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის თავდადებული შრომა, რომელსაც კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ეწევა ჯანდაცვის რგოლის თითოეული თანამშრომელი. ეს არის შრომა, რასაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე აფასებს. ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ჯანდაცვა წარმოადგენს და მომავალშიც გავაგრძელებთ იმ კონკრეტული სიახლეების დანერგვას, რომელიც არცერთ ადამიანს შესაბამისი მზურვენველობის გარეშე არ დატოვებს". აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა და ასევე, დაფინანსების მოცულობა. გაიზარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. გაორმაგდა ტყვიის კვლევების დაფინანსება. გაიზარდა ბავშვთა სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსება. 2021 წელს პირველად, 3 პაციენტს, უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში დაუფინანსდა გულის გადანერგვა. მედიცინის მუშაკთა დღე ყოველი წლის 23 დეკემბერს 1996 წლიდან აღინიშნება.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)