|
2021-12-22 17:12:08, 734 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შტუტგატის მიმართულებით ახალი რეისი ემატება
შტუტგარტი - ახალი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელსაც გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-მა 2022 წლის ზაფხულიდან დაამატებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი წარმატებით დაასრულდა. 2022 წლის 19 ივლისიდან შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანი კვირაში ორი სიხშირით, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით 2017 წლიდან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ,,მოხარული ვართ, რომ ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების არეალს აფართოვებს. დუსელდორფის შემდეგ ოპერირებას თბილისის მიმართულებით გერმანიის კიდევ ერთი ქალაქიდან, შტუტგარტიდან დაიწყებს. ჩვენ ავიაკომპანიასთან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გვქონდა საავიაციო ფორუმ Routes Europe 2021-ის ფარგლებში. რის შედეგადაც, ავიაკომპანიამ მიიღო 2022 წლის ზაფხულიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი მიმართულების დამატება. დუსელდორფის მიმართულებამ აჩვენა, რომ რეისები საკმაოდ დატვირთულია და ავიაკომპანიის გადაწყვეტილებით, შტუტგარტის მიმართულებაც დაემატა. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე უკვე შესაძლებელია,-’განაცხადა თამარ არჩუაძემ. Eurowings-ი საქართველოს ავაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა და დიუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს. Eurowings-ის სატარიფო პოლიტიკა BASIC, SMART და BIZclass სახის ავიაბილეთებზეა გათვლილი.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)