19:01 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 14:48:04, 815 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა შტაბის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე. 

უწყების ცნობით, შტაბის წევრებმა მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად შექმნილ ვითარებასა და საჭიროების შემთხვევაში გასატარებელ ოპერატიულ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

"მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ამ დრომდე ინტენსიურად თოვს. ახალი თოვლის საფარი დაბალ ზონაში 30-40  სმ-ია, მაღალ ზონაში 60-80  სმ. 

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტი შეუფერხებულად მოძრაობს. დილიდან, აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ, ინტენსიურად იწმინდება სოფლებთან მისასვლელი გზები. 

მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანების გამო, მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. ამ დროისათვის 1800 აბონენტს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. ტექნიკური ჯგუფების მიერ, მიმდინარეობს დაზიანებული   ხაზების აღდგენითი სამუშაოები.
მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი 08 000 000 08." - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics