|
2021-12-20 17:54:45, 485 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი: 1-ლი მარტი ოპტიმალური პერიოდია იმისთვის, რათა მოხდეს სათამაშო ბიზნესის სფეროში ინიცირებული რეგულაციების ეფექტურად ამოქმედება
1-ლი მარტი ოპტიმალური პერიოდია იმისთვის, რათა მოხდეს სათამაშო ბიზნესის სფეროში ინიცირებული რეგულაციების ეფექტურად ამოქმედება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სათამაშო ბიზნესის რეგულირებასთან დაკავშირებულმა კანონპროექტმა ამოქმედების შემდეგ, შეიძლება განიცადოს გარკვეული კორექტივები, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა, გამოიკვეთოს ახალი გარემოებები და მასზე რეაგირება გახდეს საჭირო. „შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ არც საგადასახადო ტვირთი და არც რეგულაციების სიმკაცრე, არ არის იმ მასშტაბის, რაც მოგვცემს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს სექტორი საქართველოში ყველაზე მკაცრადაა რეგულირებული ამ ახალი ინიციატივის ფარგლებშიც კი. არის ქვეყნები, მათ შორის, ევროკავშირში, სადაც ბევრად უფრო მძიმე საგადასახადო ტვირთი და უფრო მეტი შეზღუდვა არსებობს სათამაშო ბიზნესის სექტორში. ზოგადად, ეს ბიზნესი და სექტორი, რეგულირებულია მსოფლიოს, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში. ის, რომ ეს სექტორი რეგულირებულია, სიურპრიზი არავისთვის არ არის და არც უნდა იყოს ამ ბიზნესსაქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ცვლილებებს - ჩვენ თვალყურს ვადევნებთ როგორ მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა პარლამენტში. როგორც იცით მეორე მოსმენის პერიოდში დოკუმენტში გარკვეული კორექტივები შევიდა. გარკვეული კომპრომისები გაწეული იქნა ინიციატორების მხრიდან. სახელმწიფოს მხრიდან, ვადებთან მიმართებით განისაზღვრა ერთიანი ვადა როგორც სარეკლამო სექტორისთვის, ასევე სხვა რეგულაციების ამოქმედებისთვის. ასევე, საბანკო რეგულაციების ამოქმედებისთვის გარკვეულწილად იყო სხვადასხვა ვადები და ეს ვადებიც დაახლოვდა და განისაზღვრა პირველი მარტი, რაც ვფიქრობ, რომ ოპტიმალური პერიოდია იმისთვის, რათა მოხდეს ყველა ამ რეგულაციის ეფექტურად ამოქმედება. რა თქმა უნდა, ამოქმედების შემდეგ, პროცესში, გარკვეული კორექტივები შესაძლებელია განიცადოს დოკუმენტმა, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება გამოიკვეთოს ახალი გარემოებები, რომელიც შეიძლება საჭიროებდეს კიდევ მეტ რეაგირებას. ეს უკვე სამუშაო და მიმდინარე პროცესია, რასაც, ბუნებრივია, მონიტორინგს გაუწევს ფინანსთა სამინისტრო," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)