|
2021-12-17 14:11:03, 514 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე - „ციფრული იუსტიციის სახლის" პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო, სამინისტრო მის საპილოტე ვერსიას 2022 წლის გაზაფხულზე წარმოადგენს
„წინსვლისკენ მუდმივი სწრაფვის ძლიერი სურვილი გვიბიძგებს, თანამედროვე სამყაროს ტექნიკური პროგრესის გამოყენებით მომხმარებელს დროსა და სივრცეში მეტი კომფორტი შევუქმნათ", – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ციფრული იუსტიციის სახლის" პროექტი კანონმდებლების წინაშე. მინისტრის ინფორმაციით, „ციფრული იუსტიციის სახლის" პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო და სამინისტრო მის საპილოტე ვერსიას 2022 წლის გაზაფხულზე წარმოადგენს. რატი ბრეგაძის განცხადებით, „ციფრული იუსტიციის სახლით სარგებლობას შეძლებს ყველა, ვისაც ექნება ინტერნეტთან კავშირი კომპიუტერისა თუ მობილური ტელეფონის მეშვეობით. ამავდროულად, ეს პროექტი საგრძნობლად შეუწყობს ხელს ჩვენს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებაში, რაც კონსტიტუციური დავალების შესრულების კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იქნება". მინისტრის ინფორმაციით, „ციფრული იუსტიციის სახლის" მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს 24 საათის განმავლობაში შეეძლება ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად, მისთვის სასურველი მომსახურების მიღება.
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)