20:33 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 13:56:10, 950 ნახვა

რეგიონი
მთიან აჭარაში ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები მიმდინარეობს

თაგო, უჩხო, კაპნისთავი, ჩხუტუნეთი - იმ 10 სოფელს შორისაა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი, რომელშიც გიდები, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებია ჩართული, თითოეულ სოფელში ძირითადი ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების გამოკვეთას, განვითარებასა და ტურისტებისთვის შეთავაზების მომზადებას ითვალისწინებს. ის გარდა არსებული ტურისტული სერვისების გამრავალფეროვნებისა, სააგენტოებს, გიდებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებს შორის ურთიერთანამშრომლობას უწყობს ხელს.

„სოფლად არსებული ტურისტული პროდუქტების ფორმირების პროცესს წინ უძღოდა  ტურისტული პოტენციალის კვლევები, რომელზე დაყრდნობითაც საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს ტრენინგები ჩაუტარდათ. პროექტის ფარგლებში კვლევები და ტრენინგები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდა. მონაწილეებს სერტიფიკატები, მყარ დისკზე ჩაწერილი სატრენინგო მასალები და სოფლის ტურისტული პროდუქტების ამსახველი სარეკლამო ბუკლეტები გადაეცათ", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics