|
2021-12-16 13:18:21, 515 ნახვა
საზოგადოება
თავისუფლების მოედანზე „ავერსის“ ახალი აფთიაქი გაიხსნა
პუშკინის ქუჩაზე გაიხსნა „ავერსის” ახალი აფთიაქი, რომელიც განსხვავებული დიზაინით, თანამედროვე კონცეფციით და უახლესი ტექნოლოგიებით გამოირჩევა. აფთიაქის ინტერიერი და მომსახურების ფორმატი მთლიანად მომხმარებლის ინტერესებისა და მოთხოვნების შესაბამისად დაიგეგმა. აფთიაქში მრავალი სიახლეა. სააფთიაქო მომსახურება კიდევ უფრო მოქნილი და სწრაფი რომ ყოფილიყო, დარბაზში დაიდგა უახლესი ტექნოლოგიის გერმანული თვითმომსახურების აპარატი, რომელიც მომხმარებელს დროს დაუზოგავს და შეძენის პროცესს უფრო კომფორტულს გახდის. ახალი აფთიაქის გახსნასთან დაკავშირებით “ავერსმა” უპრეცედენტო ფასდაკლება გააკეთა როგორც მედიკამენტებზე, ისე მოვლის საშუალებებზეც. გარდა ამისა, ახალგახსნილ აფთიაქში შესულმა ყველა მომხმარებელმა საჩუქარი მიიღო. თავად მომხმარებლების აზრით: ინა ლომჯარია: – აფთიაქში შემოვედი და გული გამინათდა - დიდი სივრცე, გამწვანება, სასიამოვნო გარემო და მოღიმარი გოგოები... მომსახურების ხარისხს “ავერსში” დიდი ყურადღება ეთმობა. ახალი აფთიაქიც ამის დასტურია. გალია ასათიანი: - უამრავი საჩუქარი მივიღეთ. გახსნის დღესთან დაკავშირებით მყიდველებს სიურპრიზი მოგვიწყვეს. სასიამოვნოა, “ავერსი” ასე რომ ზრუნავს ხალხზე. “ავერსს” დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით 294 აფთიაქი აქვს. კომპანია კიდევ გეგმავს ამავე ფორმატის აფთიაქების გახსნას მომხმარებელთა სურვილის შესაბამისად.
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)