20:33 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-13 17:46:32, 1146 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ, თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ, თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველი მოადგილის პოზიციაზე მირიან აბაშიძე დაინიშნა. პროფესიით იურისტი, მირიან აბაშიძე წინა მოწვევის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე იყო.

ამასთანავე, მერის მოადგილის პოზიციაზე მუშაობას გააგრძელებს რუსუდან შავაძე, რომელიც ამ თანამდებობაზე 2017 წლის ნოემბრიდან მუშაობს.

მერიის ინფორმაციით, მერის მოადგილის თანამდებობაზე ასევე დაინიშნა გურამ ზოიძე. იგი წინა მოწვევის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე გახლდათ.

,,წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენი გუნდის წევრებს. სამივე მათგანს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მე დარწმუნებული ვარ მათ პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ერთგულებაში. ჩვენს მუნიციპალიტეტში, ერთიანი გუნდით, თქვენთან ერთად, ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ “- განაცხადა ომარ ტაკიძემ.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics