00:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-12 18:04:29, 4624 ნახვა

სპორტი
პარატაეკვანდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

11 დეკემბერს, სტამბოლში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრებმა, ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირში მონაწილეობას, სულ 150 ქვეყანა იღებდა. თითო ქვეყანა კი, ექვსი პარასპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, გიორგი ხიზანიშვილმა და გოგა ხახალაშვილმა ჩემპიონატზე მონაწილეობისას, მესამე ადგილი დაიკავეს, რის გამოც ბრინჯაოს მედლების მფლობელებიც გახდნენ.

ერთ-ერთმა პრიზიორმა, გიორგი ხიზანიშვილმა, თავის „ფეისბუკის“ გვერდზე მადლობა გადაუხადა, როგორც თავის მწვრთნელს, ასევე, ექიმს და აღნიშნა, რომ კორონავირუსის გადატანის გამო, გამოტოვებული ორკვირიანი მზადების მიუხედავად, მან წარმატებას მაინც მიაღწია.

„მიუხედავად იმისა, რომ კორონა ვირუსი გადავიტანე და ის ორკვირიანი მომზადება, რაც ჩვენმა გუნდმა გაიარა მე ვერ შევძელი, თუმცა მაინც წარმატებით დასრულდა მეცხრე, მსოფლიო პარა-ტაეკვანდოს ჩემპიონატი, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბულში გაიმართა!..

მადლობა ყველა გუნდის წევრს! უამრავი რამის თქმა მინდა და გაზიარება თქვენთვის, ვიცი, რომ ყველა ჩემი კეთილის მსურველი ხართ ამ სივრცეში, თუმცა მოგვიანებით... ბედნიერი ვარ მოკლედ იმით, რომ ყველა გუნდის წევრი არის ძალიან სწრაფად პროგრესირებადი და უახლოეს მომავალში ისეთ შედეგებს დავდებთ და ისეთ წარმატებას მოვუტანთ ქვეყანას, როგორც ჩვენ შეგვშვენის! მადლობა გვერდით დგომისთვის, ყოველი ჩემი სიხარულის თუ წარმატების გაზიარებისთვის!“, - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics