20:33 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-08 16:39:10, 1241 ნახვა

რეგიონი
კასპში ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

კასპში ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მოადგილე დავით ქისიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს აჩიკო გიგოლაშვილთან  ერთად ადგილზე დაათვალიერა. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ასფალტის ფენის დაგებამდე ქუჩაზე შეიცვალა სასმელი წყლის გაყვანილობა, ჩატრადა მოსამზადებელი სამუშაოები - მოეწყო გზის საფუძველი და სანიაღვრეები.

ამასთან, ქუჩაზე პარალელურად,  საფეხმავლოების მოასფალტება მიმდინარეობს.

ქუჩის რეაბილიტაციის ღირებულება 169 831 ლარია და რეგიონალური განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ჯორჯიაშვილის ქუჩა მოასფალტებული არასოდეს ყოფილა. სამუშაოების მიმდინარეობით მოსახლეობა კმაყოფილია, ვინაიდან გადაადგილების პრობლემა არსებობდა. პროექტის განხორციელების შემდეგ მოსახლეობა და ტრანსპორტი კეთილმოწყობილი  ქუჩით ისარგებლებენ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics