22:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-05 16:40:02, 1006 ნახვა

რეგიონი
სიღნაღში, ფერმერები საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დეტალებს გაეცნენ

კახეთის რეგიონის მესაქონლე ფერმერებმა, სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გამართულ შეხვედრაზე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობისა და პროგრამაში ჩართვის მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფერმერებს ახალი სახელმწიფო პროგრამა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ გააცნო. მერაბ ქვარაიამ ყურადღება პროგრამის განხორციელების მნიშვნელობაზე და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების აუქციონის გზით იჯარით გაცემის პროცედურებზე გაამახვილა.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა მესაქონლე ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. აღნიშნული პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, დაეხმარება მეცხოველეობის განვითარებას.

სიღნაღში მესაქონლე ფერმერებთან შეხვედრა „ფერმერ ქალთა ასოციაციისა“ და „ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის“ ორგანიზებით გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics