|
2021-12-03 17:25:27, 693 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების, ღია მმართველობის პარტნიორობისა და ორჰუსის კონვენციის შესახებ, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების, ღია მმართველობის პარტნიორობისა და ორჰუსის კონვენციის შესახებ, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელმა ელენ ვიხმანმა და ვესტმინსტერის დემოკრატიული ფონდის პროგრამის მენეჯერმა, ენდრიუ პარკინსონმა გახსნეს. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა საქართველოში გარემოსდაცვითი დემოკრატიის, ორჰუსის კონვენციის განხორციელებისა და ამ მიმართულებით ცენტრის როლის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. „შეხვედრაზე გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და მისი მთავარი პრინციპების შესახებ იმსჯელეს, სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო მაგალითები და გარემოსდაცვით დემოკრატიასა და ღია მმართველობის პარტნიორობას შორის ურთიერთკავშირიის საკითხები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი, ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. ფონდის მიერ ორგანიზებული შეხვედრის გამართვა მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმის განსაზღვრას.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)