22:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-02 16:35:07, 1027 ნახვა

რეგიონი
წელს პირველად, აჭარის მთავრობამ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსება დაიწყო

წელს პირველად, აჭარის მთავრობამ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსება დაიწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ზოიძესთან ერთად, გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული როლანდ ნოღაიდელი მოინახულა. როლანდ ნოღაიდელი პირველია, ვინც აღნიშნული პროგრამით ისარგებლა.

პროგრამის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, თითოეული პაციენტი 200 000 ლარით ფინანსდება. დაფინანსების პროცესში ჩართულია აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. დაფინასებით აჭარაში წელს ორმა პაციენტმა ისარგებლა, ორივე მათგანის ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, ამჟამად გულის გადასანერგად კიდევ ერთი პაციენტი გაემგზავრა.

აჭარის მთავრობა გულის ტრანსპლანტაციასთან ერთად, აფინანსებს ღვიძლისა და ძვლის ტვინის გადანერგვას როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის კლინიკებში. ტრანსპლანტაციის პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics